სასტუმროები

მთების შუაგულში, სათხილამურო კურორტ გუდაურის ახლად განვითარებულ ნაწილში მდებარე  აპარტოტელების ქსელი „New Gudauri" გთავაზობთ პირდაპირ წვდომას ახალ საბაგირო გზაზე (გონდოლა).

ამჟამად, RED-CO-მ დაასრულა და მართავს სამ აპარტოტელს, რომლებიც მოიცავს 250-ზე მეტ აპარტამენტს და სთავაზობს მაღალი დონის მომსახურებას, როგორიცაა კონსიერჟი, თხილამურების სათავსო, ბავშვების ოთახი, ღია და დახურული კაფეები, რესტორნები, ფიტნეს და სპა ცენტრი და დახურული ავტოსადგომი.

ჩვენი სასტუმროები მოიცავს სხვადასხვა ტიპის აპარტამენტებს, სტუდიოებს (25 კვ.მ), დუპლექსის ტიპის ბინებს, ორ- და სამოთახიან ბინებს, სრულად აღჭურვილს საუკეთესო დასვენებისათვის. ყველა ბინა სრულად მოწყობილია ავეჯით, მოიცავს  სამზარეულოს და მყუდრო დასასხდომ სივრცეებს, უფასო Wi-Fi  კი ხელმისაწვდომია მთელს სასტუმროში.