რესტორანი

აპარტოტელ „New Gudauri I"-ში მდებარე  გემოვნებით მოწყობილი რესტორანი ცნობილია თავისი თბილი ატმოსფეროთი, გემრიელი კერძებით, ღვინის ფართო არჩევნითა და მომსახურების მაღალი ხარისხით. რესტორანში მოგემსახურებათ მცოდნე და მეგობრული  პერსონალი. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული და პოპულარული ევროპული კერძები. სეზონის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას იმართება სპეციალური საღამოები გასართობი პროგრამებითა და ცოცხალი მუსიკით.

რესტორანი ხელმისაწვდომია დახურული ღონისძიებებისათვის მთელი წლის განმავლობაში. კერძო ღონისძიებებზე 130-მდე სტუმრით, რესტორანი იჯავშნება მთლიანად.